მთავარი

პროექტი ,,თანადგომა აუცილებელია“


პროექტის სახელწოდება: ,,თანადგომა“
პროექტის აქტუალობა:
თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის ცხოვრებაში.მე–8 კლასში 24 მოსწავლეა მათგან უმრავლესობა ბიჭია.რამაც ასახა იმაზე რომ ხშრია კომფლიქტია.ჩემთვის ნათელი გახდა რომ აუცილებელი იყო ამ კლასში პროექტის გაკეთება სახელწოდებით,,თანადგომა“.
პროექტის მიზანი:
პროექტის საშუალებით დავეხმაროთ მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში. როგორიცაა მოლაპარაკება, ემოციების კონტროლი, კომფლიქტის გადაჭრა.ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით და სხვადასხვა აქტივობებით ჩემი მიზანი იყო მიმეღწია კლასში კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
მოსწავლეთა/მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
პროექტის ხანგძლივობა: 17.05.2019–24.05.2019  წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
1.ნახავენ სიტუაციურ ფილმს ერთგულებაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე.
2.მოამზადებენ პრეზენტაციას.
3.მოძიებული ინფორმაციით შეძლებენ კომფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებას.
4.მოიძიეს ლიტერატურა კომფლიქტის გადაჭრის გზების დაკავშირებით.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: 
  კომპიუტერი, პროექტორი, პრეზენტაციისათვის ფლიფჩარტი, მარკერები.
პროექტის მსვლელობა:
        მოსწავლეებს დაევალათ ზრდასრულ ადამიანებთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა პროექტის თემასთან დაკავშირებით.
   მასწავლებელი მონაწილეებს მშობლებთან ერთად აჩვენებს ფილმს, რომელშიც კომფლიქტებზე და ძალადობაზეა საუბარი. ფილმის ნახვის შემდეგ განიხილავენ ფილმში აღწერილ სიტუაციებს დადებითი და უარყოფითი ფორმით.
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
         მოქ: X.2 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა: natianatia2629@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com


რეფლექსია ,,თანადგომა აუცილებელია“
             მთელ კლასში განვიხილე პროექტის ძირითადი კითხვა რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის თანადგომას.მოსწავლეების მოსაზრება საკლასო ოთახში გაკრულ ფლიფჩარტზე ჩამოვწერე.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ რომ ერთმანეთის თანადგომის,კარგი ურთიერთობისა და სხვაზე ხელის გაწოდების გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს და ვერც ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ.
          პროექტის შესრულებისათვის მოსწავლეებს მიეცათ ორი კვირა.პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა დაიწყეს მსჯელობა,პროექტის რომელი იდეაა რეალურად განსახორციელებადი.პირველ რიგში უნდა წაეკითხათ ლიტერატურა,რომელშიც ნათლად იქნებოდა ასახული მეგობრობა,ურთიერთ პატივისცემა,დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება.გეგმის მიხედვით ნახეს სიტუაციური ფილმი,მოამზადეს პრეზენტაცია.
          ვფიქრობ მიზანი მიღწეულია რადგან პროექტში ერთად მუშაობდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც ერთმანეთში კომფლიქტი ჰქონდათ.







No comments:

Post a Comment