სოციალური პროექტი
„დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას’’.
ავტორი - ნათია ბუღგულაშვილი
მონაწილეები
- სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
კლასი - მე-9
პერიოდი -
28.10-12.11.2019 წ.
თემის აქტუალობ:
დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც
კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ
ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას
ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის,
მაგრამ, ჩვეულებრივ, დედებს შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ბავშვებზე ზრუნვას
მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული
პოტენციალის გამოსავლენად კარიერის გაკეთება სჭირდება. ჩვენ ვაფასებთ და ვამაყობთ დედებით,
ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციისა
და თემის მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს
სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები: ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება, მრავალშვილიანი
დედების მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის
გაზიარება.
პროექტის
ამოცანები
1. I ეტაპი -
შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი
რაოდენობით;
2. II ეტაპი -
შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3.ეტაპი - მრავალშვილიან
დედასთან სტუმრობა სახლში.
განხორციელების გზები -
1.
პროექტის იდეისა, მიზნისა
და ამოცანების დამუშავება;
2.
მშობელთა კრების მოწვევა;
3. პროექტის
ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
4. მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
5. აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
ა) ტანსაცმლის შეგროვება;
ბ) პროდუქტის შეგროვება;
გ) ტანსაცმლის
მიტანა სკოლაში;
დ) მრავალშვილიან
დედასთან სახლში ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
ე) საბოლოო
შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები,
სკოლის ადმინისტრაცია;
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები
დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ
სითბო და თანადგომა იმ ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად
გრძნობენ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია
და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს
შეიტანენ მოხუცების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი
ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას.
პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე მოქალაქის
ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი,
საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული - Word, Power Point.
საკანცელარიო
- თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი,
ვიდეოკამერა.
1.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის
ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის
საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა
მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და
დარიგების პროცესს;
გარე
მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა:
natianatia2629@gamil.com
პროექტის რეფლექსია:
პროექტის
პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი
იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა,
რომ მოსწავლეებიცა და მშობლებიც
სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით
მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ მრავალშვილიან დედას და მის შვილებს.
კალენდრით მითითებულ ვადებში კლასების მონაწილეობით შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები
პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად მონაწილეობდნენ,
როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა
ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და
ტკბილეული. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
მოსწავლეები
სიხარულით იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით.
სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
სოციალური
პროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.
No comments:
Post a Comment