სოციალური პროექტის გეგმა
თემის მონახაზი:
|
|
პროექტის
დასახელება: ,, ოჯახი
და ტრადიცია“
|
|
საფეხური/კლასი: საშუალო
|
|
პროექტის
განხორციელების დრო: 2
კვირა
|
|
აზროვნების ზედა დონის უნარები: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული
აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა, კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის
უნარ-ჩვევების გამომუშავება;
|
|
პროექტის აქტუალობა:
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური
ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე საშუალო ჯგუფის
ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს
შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის
ემპათიას.
|
|
პროექტის საფუძვლები
|
|
საგნობრივი
სტანდარტები
|
|
წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიცშესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორცსასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირიმეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს,ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა დაინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა
პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერება;
შეკითხვები:
რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა
წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის) შრომა?
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.:
წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება,
დაზოგვა, პროფესია.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა დაგამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის
ორგანიზებისას;
Ø ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას,
შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო
სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების
ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს
რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
|
|
პროექტის
მისაღწევი მიზნები/ შედეგები
|
|
Ø კრიტიკული
აზროვნების განვითარება;
Ø დასახული
ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
Ø მოსწავლეებში
გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø მოსწავლეებს
ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
Ø ძველი და
თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
Ø შეძლებენ
დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
Ø ისაუბრებენ
„ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
Ø ჩამოუყალიბდებათ
სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø ასაკის
შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
|
|
თემის შინაარსი:
|
აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა
მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს ოჯახის წევრების
და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.
პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი მიმოხილვა. რადგან
პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან, მათ პირველად
წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით, ხაზი გავუსვი
პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს, პრეზენტაციის თემას.
მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი შედგენილი,
რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად - უფროსკლასელები ეხმარებოდნენ უმცროს
კლასელებს ტექსტის აკრეფაში. კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ,
რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.
მესამე ეტაპზე მოსწავლეები კლასების მიხედვით ემზადებიან
პრეზენტაციისათვი. გამოიყენეს ე. წ. „პოსტერული სესია“ და მოაწყვეს კვირეული,
სადაც თითოეული დღე ეთმობოდა თითო კლასს, მოეწყო ფოტოსტენდი.
|
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
|
2. დაგეგმვა
- მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის
განსაზღვრა.
3. კვლევა
- საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) , კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინეს
ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის
სფეროს შესახებ. ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“,
კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“. დისკუსია
თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული
წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) შრომა;
4. დასკვნები
- დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის გაფორმება, ბუკლეტების
დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“, სლაიდ-შოუს
მომზადება „ჩემი წინაპრები“, სხვა ქვეყნების ოჯახური ტრადიციების გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;
5. წარდგენა
- პროექტის „ოჯახური ტრადიცია“ პრეზენტაცია
(დაცვა).
|
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა: natianatia2629@gmail.com
პროექტის რეფლექსია “ოჯახი, ტრადიცია“
მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ
პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით
ჩაებნენ მასში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა
მოზარდებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კოლაბორაციის, კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის
უნარ-ჩვევები.
პროექტზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა
წინასაახალწლო და ახალი წლის შემდგომ პერიოდს, ამ პერიოდშია სუსტად
საახალწლო სამზადისი და დიდი ოჯახური დღესასწაულები, სადილები და ვახშმობა.
მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი
საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი
აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ
ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის
ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახური ტრადიციების
შესახებ.
ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა,
ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი
ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
პროექტის მიზანი სწორედ ეს
იყო,მინდოდა მოსწავლეებს არ დაევიწყებინად და უკეთ გაეაზრებინათ მათი ოჯახური
ტრადიციების მნიშვნელობა.
No comments:
Post a Comment