მთავარი

პროექტი ,,ვისწავლოთ უკეთესად ჩვენი წინსვლისთვის“


პროექტის სახელწოდება: ,,ვისწავლოთ უკეთესად ჩვენი წინსვლისთვის“
პროექტის აქტუალობა:
    რამდენი პრობლემის მოგვარებას შეძლებდა სკოლა მშობლების მეტი ჩართულობის პირობებში.საკუთარი როლისა და შესაძლებლობების გააზრება მშობლისთვისაც და მოსწავლისთვისაც.გაცილებით წარმატებულს გახდიდა სასწავლო პროცესს.ხშირად ისმის მშობლების პრეტენზიები მასწავლებლის კომპეტენციის,სკოლის ადმინისტრაციის ან სასკოლო გეგმის მიმართ.უკმაყოფილება და წუწუნი საქმეს ვერ უშველის,მეტი ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი სჭირდება.
პროექტის მიზანი: მე–8 კლასში სწავლა– სწავლების პროცესის გაუმჯობესება კლასის მშობელთა ჩართულობის გაზრდის საშუალებით.
მოსწავლეთა/მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი
პროექტის ხანგძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
     პროექტი ეფექტურად იმუშავებს სასწავლო პროცესის სამივე რგოლის–სკოლა–მოსწავლე–მშობელი– გააქტიურებაზე და სასწავლო პროცესს სამივე სეგმენტისთვის გახდის უფრო საინტერესოს.გაზომავს,რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა–სწავლების ხარისხს.
პროექტის მსვლელობა:
1.პროექტის იდეის,მიზნისა და ამოცანების დამუშ=
‘ავება;
2.ფოკუსჯგუფის შერჩევა;კითხვარების შედგენა;
3.შეხვედრა კლასის მშობლებთან;
4.სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
5.კითხვების დამუსავება;
რესურსი: საკანცელარიო–თაბახის ფურცლები,საპრეზენტაციო ქაღალდი,მარკერები,ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა.
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.I.1.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია;შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ.I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა: natianatia2629@gamil.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com  

რეფლექსია ,,ვისწავლოთ უკეთესად ჩვენი წინსვლისთვის“
    პროექტის მიზანი იყო მშობლების დაახლოვება სკოლასთან,რათა მოსწავლეებში ამაღლებულიყო სწავლის მოტივაცია.ამ მიზნით მე–8 კლასში გავაკეთე პროექტი თემაზე ,,ვისწავლოთ უკეთესი წინსვლისთვის“.პროექტის თემიდან გამომდინარე ბავშვებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილის პრობლემური საკითხები და ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე.ჯგუფურმა მუშაობამ მეტი ხალისი შესძინა პროექტის მიმდინარეობას და  გამოიწვია ერთიანი აზრთა ჩამოყალიბება სწავლების დონის გასაუმჯობესებლად.
    მიზანი მიღწეულია,მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შედგა თანამშრომლობა.რაც შემდგომში აისახება სწავლის დონის ამაღლებაში.

                    


No comments:

Post a Comment