მთავარი

პროექტი "ბავშვთა უფლებები"

სოციალური პროექტის გეგმა

 
     1
პროექტის დასახელება
ბავშვთა უფლებები

     2
პროექტის ხელმძღვანელი
ნათია ბუზღუნაშვილი


     3

პროექტის მონაწილენი
 VII კლასის მოსწავლეები.


    4

 პროექტის ხანგძლივობა
2 კვირა


    5

რესურსები
კომპიუტერი,ფოტოაპარატი,პროექტორი,გამოყენებული ლიტერატურა,სახელმძღვანელო.



     6

პროექტის მიზანი:
რას გვინდა მივაღწიოთ
პროექტი ბავშვთა უფლებები მოიცავს აქტივობების სემინარულ სახეს,სადაც სკოლის მოსწავლეები დეტალურად გააცნობენ სხვა კლასის მოსწავლეებს მათ უფლებებსა და მოვალეობებს,რომელ წელს მიიღეს და როგორი სახით აღინიშნება ბავშვთა დღე.პროექტის მიზანია მოსწავლეების ინფორმირება ამ საკითხში  და სკოლის შინაგანა წესის გაცნობა.რადგან ყველა ბავშვისთვის ცნობილი იყოს თავის უფლება,ეს ხელს შეუწყობს თანასწორი  განათლების პრინციპს.ამასთანავე მოსწავლეებს ეცოდინებათ თავისი უფლებათა ზღვარი და არც სხვას მისცემენ უფლებების დარღვევის საშუალებას.



     7
განსახორციელებელი აქტივობები.ამოცანები:
რა უნდა გაკეთდეს?
რა თანმიმდევრობით?
რა დროში?
1.კვლევა,რამდენად იციან მოსწავლეებმა უფლებები რამდენად ინფორმირებული არიან ამ საკითხში და ხდება თუ არა უფლებების შეზღუდვა ან უფლებების გადამეტება.
2.შეხვედრა მოეწყობა სკოლის ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხის მგებელ პირთანმანდატურთან“,რომელიც მოსწავლეებს წრის შეხვედრაზე მოსწავლეებს ჩაუტარებს სემინარს ბავშვთა უფლებებზე და მათ ცოდნის არეალს გაზრდის ამ საკითხში და შემდეგ წრის გუნდში შემავალი მონაწილეები გადასცემენ ინფორმაციას თანატოლებს.
3.მოსწავლეთა ძალებით საინფორმაციო ფლაერების დამზადებავიცოდეთ ჩვენი უფლებებისადაც გაწევრიანდებიან სკოლის მოსწავლეები
4.რეფლექსია მოიცავს პროექტის შეჯამებას და პრეზენტაციის ჩაატარებს.


    8
ხელის შემშლელი
ფაქტორები/შესაძლო
რისკები
მოსწავლეების მხრიდან უყურადღებობა.პროექტის მიმდინარეობისას შინაგანაწესის დარღვევა.

    9
შედეგი.რა შედეგზე გვსურს გასვლა?
მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ მათი უფლებები და არ მისცემენ საშუალებას სხვას უფლებების დარღვევის.იციან მათივე უფლებების ზღვარიც.

10
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნულ საგნებთან კავშირი:
საზ.მეც.დაწყ.(I).3. ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(I).13. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება;



პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი  :ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა: natianatia2629@gamil.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.natianatia.blogspot.com



რეფლექსია:
       ბავშვებმა პროექტის საშუალებით გაეცნენ მათ უფლება-მოვალეობებს.მათ უკვე  გაეზარდაათ ცოდნის არეალი ამ საკითხთან მიმართებაში.პროექტის მსვლელობისას ბავშვებმა დაამზადეს ერთობლივად მოძიებული მასალის გამოყენებით  საინფორმაციო ფლაიერი,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები“.პროექტის დასრულების შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია.





No comments:

Post a Comment