მთავარი

პროექტი “ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფა“


პროექტის გეგმა

სოციალური პროექტის „ ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფა “ გეგმა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფა!“ – ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება
მე-7/კლასი  
პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
 ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ზვავსაშიშ ან მეწყერსაშიშ ზონაში.  საზოგადოებაში ძალიან დაბალია ბუნებრივი კატასტროფებისა და მასთან გამკლავების შესახებ ცნობიერების დონე.  
გარდა ამისა , ბუნებრივი კატასტროფების სიაში შედის წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარი  და სხვა. ხშირია სატელევიზიო გადაცემები, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა თუ დაღუპულთა შესახებ. ერთია ცოდნა თეორიული მასალისა და მეორე- რეალურად საფრთხის ქვეშ მყოფი როგორ გაუმკვლავდები მას. როგორ დაიცავ საკუთარ თუ გვერდით მყოფთა სიცოცხლეს და ჯამრთელობას.
.  ბუნებრივი კატასტროფები ეს არის საფრთხე და საშიშროება, რომლებიც ყოველ წელს პროგრესირებს, ღრმავდება და ახალ-ახალი კერები ჩნდება. (გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი) ბუნებრივი კატასტროფები  გვხვდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და  შესაბამისად , მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ საფრთხის წინაშე.
ძალიან ბევრმა არ იცის, რომ სტიქიური მოვლენა კატასტროფად განიხილება მაშინ, როდესაც ის ადამიანისათვის მასშტაბური უარყოფითი შედეგებით ხასიათდება. ზემოთქმულის უფრო თვალნათლივ წარმოჩენისათვის მოვიყვანთ ერთ მაგალითს: მიწისძვრა, რომელიც ბუნებრივი მოვლენაა, მისი სიძლიერის მიუხედავად არ განიხილება ბუნებრივ კატასტროფად თუ ის დაუსახლებელ ადგილას მოხდა და , შესაბამისად, ადამიანისა და ინფრასტრუქტურისათვის არასაზიანო იყო.   ზუსტი განმარტებით, კატასტროფა გულისხმობს თემის ან საზოგადოების ფუნქციონირების სერიოზულ ნგრევას/ რყევას, რომელიც იწვევს ფართომასშტაბიან ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დანაკარგებს და, რომელიც აჭარბებს ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემის ან საზოგადოების ამ მოვლენის საკუთარი რესურსებით დაძლევის უნარს. სტიქიური მოვლენები დედამიწის განვითარების თანმდევი პროცესია.

პროექტის  მიზნები/ შედეგები
  • მოსწავლეების მიერ ბუნებრივი კატასტროფების შესახებ მოძიებული მასალის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით
  • მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა ( საევაკუაციო გეგმის შედგენა, პრეზენტაცია, პრაქტიკული მუშაობა ) და სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის გაზიარება.
  • პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე ბუნებრივი კატასტროფების შესახებ მოსწავლეებში.
  • მოსწავლეებმა შეძლონ საგანგებო სიტუაციის ამოცნობა და შესაბამისად რეაგირება.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ციფრული წიგნიერება (იგივეარაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვაიგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიებისტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაცრასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდებაინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციასოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებასროგორებიცააკონსტრუქციული თანამშრომლობაპრობლემების მოგვარებაკრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებაგადაწყვეტილების მიღებაშემწყნარებლობასხვისი უფლებების პატივისცემადემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                ●აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
                ●გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;

 

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა:natianatia2629@gamil.com
     პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com


 

 

 


რეფლექსია ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფა“

მე–7 კლასში დავგეგმე სოციალური პროექტის, "ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფების" , განხორციელება, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში  ცნობიერების დონის ამაღლება ბუნებრივი კატასტროფების რისკთან დაკავშირებით.

პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ვინაიდან მათაც მეტად მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ბუნებრივი კატასტროფების საფრთხისა და რისკის შესახებ. აღნიშნული თემის შესახებ მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ინფორმაციას ღებულობენ სკოლაში სწავლის დროს. თუმცა ერთია თეორიული ცოდნა და მეორე- ამ ცოდნის რეალურად გამოყენება. მით უფრო, როცა საფრთხე საკუთარ თუ გვერდით მყოფის უსაფრთხოებას ეხება.
პროექტის ფარგლებში მივაღწიეთ დასახულ მიზანს, რაშიც დაგვეხმარა წინასწარ შემუშავებული გეგმა, ყოველდღიური შეხვედრები და სათანადო მონიტორინგები.
პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დასკვნით ეტაპზე, იმიტაცია მიწისძვრის დროს, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნა გადაეტანათ პრაქტიკაში.









No comments:

Post a Comment