მთავარი

პროექტი ,,ბულინგი მოზარდებში“.


პროექტის სახელწოდება: ,,ბულინგი მოზარდებში“.
პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებმა კარგად არ იციან რა არის ბულინგი.არ ფლობენ სწორ ინფორმაციას ბულინგის შესახებ.ეს პროექტი აქტუალური იქნება იმ კუთხით რომ მოსწავლები გაეცნობიან შემდეგგ საკითხებს.
1)      რა არის ძალადობა,როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან;
2)      რა საჭირო ღონისძიებები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მშობლებთან ერთად მოიძიებენ იმფორმაციას ინფორმაციას ბულინგის შესახებ.შეძლებენ აღნიშნულ ინფორმაციის გაზიარებას თანატოლებთან.ასევე ეცდებიან შეძლონ მრავალფეროვან საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.
მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი
ვადები/ხანგძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შექმნას:
1.      კითხვების მომზადება გამოკითვისთვის.
2.      გამოკითხვა სკოლის მაშტაბით.
3.      ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახულია ძალადობა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
·         საჭირო ლიტერატურა.
·         კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი.
·         კახა კიკაბიძის ქართული ფილმი,, ტბა“
·         ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა და ძირითადი აქტივობები:
1.      დავსახეთ სამოქმედო გეგმა.
2.      თანამშრომლეობისათვის მოსწავლეთა დაჯგუფება ინტერესების მიხედვით.
3.      დავალებების  განაწილება.
 I  -  ჯგუფს დაევალა კითხვების მომზადება გამოკითხვისთვის.
II - ჯგუს დაევალა ძალადობაზე სლაიდების მომზადება.
III - ჯგუფს დაევალა ფილმის გადმოტვირთვა და პრეზენტაციისათვის კითხვების მომზადება.
პროექტში მონაწილე მთელს ჯგუფს მამაოსთან შეხვედრა.თითოეულ აქტივობას ქონდა თავისის დრო.ჯგუფის მიერ შესრულებული დავალებების წარმოდგენა და შემაჯამებელი შეხვედრა.
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოქ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.
მოქ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსებების არსი.
მოქ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა: natianatia2629@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:  www.natia2629.blogspot.com



რეფლექსია ,,ბულინგი მოზარდებში“.
     მე- 7 კლასში განვახორციელო პროექტი სახელწოდებით ბულინგი.პროექტის იდეა თვით მოსწავლეებისგან წამოვიდა,როცა ბავშვებთან ვსაუბრობდი ბულინგზე.
     ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით პროექტის დაწყებამდე გამოვიყენე უკუკავშირის მეთოდი,,ბარათებით თამაში“,რაც დამეხმარა უთანხმოების მოგვარებაში.მთელი კლასი მუშაობდა კითხვაზეე:,, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის რომ პროექტი სასარგებლო,შინაარსიანი და ეფექტური იყოს.“ მოსწავლეთა პასუხებში ჩანდა ურთიერთ დახმარებისა და თანამშრომლობის საკითხები.
       მოსწავლეები დაინტერესებულნი იყვნენ კითხვების მომზადებაში,ფილმის მოძიებაში,ინტერნეტთან მუშაობით.
                ავღნიშნავ,რომ მივაღწიე დასახულ მიზანს;მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.შეძლეს ინფორმაციის მოძიება და გავრცელება თანატოლებთან.პროექტზე მუშაობით მთელი კლასი კმაყოფილი იყო.   


No comments:

Post a Comment