პროექტის სახელწოდება: ,,სიკეთე მზის შუქსა ჰგავს“
თემის აქტუალობა:
ადამიანის ბუნება თუ რბილი,მორჩილი
და დამთბობია,მიუხედავათ ასაკისა,მისი ჩამოყალიბება ადვილია.თანამედროვე ცხოვრებაში
ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს,სხვის გულისტკივილს არაფრად
აგდებს.
ბავშვებს ვიღაცამ უნდა ასწავლოს
სითფოს,სიყვარულის,სიხარულისა და სიკეთის გაზიარება.ვფიქრობ ადრეულ ასაკიდანვე უნდა
მივაჩვიოთ ბავშვები სხვების დახმარებას,თანადგომას და სიყვარულის გაზიარებას.ამიტომ
დაიგეგმა სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეების,მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ–ჩვევები.
ა)ნქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება.
ბ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოსწავლეთა/მონაწილეთა ასაკი:13–14 წელი
პროექტის ხანგძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები დაინახავენ,თუ რაოდენ
მნიშვნელოვანისა გამოვხატოთ სითფო და თანადგომა ადამიანების მიმართ.ამავე დროს დაინახავენ,რომ
საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს,იგრძნობენ
პასუხისმგებლობას,რადგან საკუთარ წვლილს შეიტანენ დახმარების საქმეში.
რესურსები: საკვები პროდუქტი,ტკბილეული.ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა:
1. პროექტის იდეის,მიზნისა
და ამოცანების დამუშავება;
2. მშობელთა კრების
მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები
მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრატორთან პროექტის; არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპეპზე
პასუხისმგებელი პირის შერჩევა;
5. საჭირო ნივთების
შეგროვება;
6. პროდუქტის და ტკბილების
შგროვება;
7. ტანსაცმლის მიტანა
სოფელში მარტოხელა მცხოვრებ პირზე;
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი
მოქ.X.3.მოსწავლეს შეუძლია
დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა:natianatia2629@gamil.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
www.natianatia2629.blogspot.com
პროექტის რეფლექსია
“სიკეთე მზის შუქსა ჰგავს“
პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე
მშობლები,რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო,როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ
მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება,განმესაზღვრა განსახორციელებელი ამოცანების
თანმიმდევრობა.მიუხედავათ იმისა,რომ კლასში არიან სხვადასხვა მრწამსის მოსწავლეები
აღმოჩნდა, რომ ისინი და მშობლებიც სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან,მიიჩნევენ,რომ
ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ადამიანებს,მოეფერონ და ერთი ლამაზი
დღე აჩუქონ.
მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა
საჭირო ნივთები,საკვები პროდუქტი და ტკბილეული.აქტიურად მონაწილეობდნენ,როგორც მოსწავლეები,ასევე
მშობლები.ყველა ცდილობდა,შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა საკვები პროდუქტი
და ტკბილეული.შეთანხმებული და ერთობრივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში,მოხარულები
იყვნენ მშობლების მონაწილეობიტ.სთხოვდენ მათ,კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო
პროექტში.
პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული
იყო,რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი,შედეგით გამოწვეული სიხარული და
კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული
ერთ–ერთი ეტაპი იყო,როცა მოსწავლეები უშუალოდ შეხვდნენ სოფელში მცხოვრებ მარტოხელა
მარიკა ნიანიდს.მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება.ვფიქრობ
შემდეგში აუცილებლად დავგეგმა სხვა ტიპის პროექტებს.
No comments:
Post a Comment