მთავარი

პროექტი ,,არა ალკოჰოლს“


პროექტის სახელწოდება: ,,არა ალკოჰოლს“
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ალკოჰოლის უარყოფითობაზე. ალკოჰოლის უზომოთ სმა მრავალი პრობლემის წყაროა.განიხილავენ საკითხებს:
 1.რაც იწვევს ალკოჰოლი?
2. როდის ხდება ადამიანი დამოკიდებული ალკოჰოლზე?
3. აზიანებს თუ არა მოზარდის ნერვულ სისტემას ალკოჰოლი?
   მოსწავლეები გაეცნობიან იმ ქვეყნების ვაჭრობის გეგმას, რომელმაც ალკოჰოლს მხოლოდ ოც წელზე გადაცილებულ პირებზე ყიდიან.ვფიქრობ თემა დაფიქრებს მოზარდებს ალკოჰოლის მოხმარებას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ და გაიაზრონ,რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს ორგანიზმში მოხვედრისას.
რა დოზით შეუძლია მიიღოს ნორმალურმა ადამიანმაალკოჰოლი.
შექმნან პროდუქტი, რომელშიც ასახულია ალკოჰოლით დაავადებულ ადამიანთა ცხოვრება.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
პროექტის ხანგძლივობა: 26.11.2018-13.12.2018
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
1.      შექმნიან პროდუქტს ალკოჰოლით დაავადებულ ადამიანთა შესახებ.
2.      მოიძიებენ ინფორმაციას თემაზე: ,, ალკოჰოლის მავნებლობა.“
3.      მოიძიებენ ფოტოებს და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
4.      მოაწყობენ ღონისძიებას სლოგანით ,, არა ალკოჰოლს“
პროექტის საჭირო რესურსები: ინტერნეტი,კომპიუტერი,წიგნები,თაბახის ფურცლები,ალექსანდროვის ფურცლები,მარკერები.
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს,დავალებები შემდეგნაირად გაუნაწილდა; ვისაც კარგად გამოსდის ტექნიკის მოხმარება დაევალა ალკოჰოლით დაავადებულ ადამიანთა შესახებ სლაიდ შოუს შექმნა.ასევე მოიძიებენ ფოტოებს და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას. ჩაატარებენ ღონისძიებას თემაზე თემაზე: ,,არა ალკოჰოლს“ სადაც წარმოდგენილი ექნებათ მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი.
საგნებთან/ჯგუფებთან,ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის სშუალებები.
პროექტის ხელმზღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა: natianatia2629@gamil.com
·         პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogstop.com







No comments:

Post a Comment