პროექტის დასახელება:
„ვიცხოვროთ ჯანსაღად“
პროექტის აქტუალობა:
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.
ისინი გაეცნობიან და პრაქტიკულად განახორციელებენ სხვადასხვა ვარჯიშებს, მოიძიებენ ინფორმაციას დაბალანსებული კვების შესახებ. მოსწავლეებისთვის პროექტის გაცნობა.პროექტის განვითარების გეგმა.მოსწავლეების
გუნდებად
დაყოფა.მშობლების
გამოკითხვა.მშობლებთან ერთად მოსწავლეები მოიძიებენ მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ან/და შემეცნებითი გადაცემა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
პროექტის მიზანი:
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია/დამკვიდრება.ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.მოსწავლეებში ჯანსაღი კვების/რეგულარული ვარჯიშის ჩვევის ჩამოყალიბება.ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარ-ჩვევების განვითარება.ისაუბრებს ჯანსაღი
ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.აღწერს ადამიანის ჯანმრთელობაზე კვების გავლენას.დაარწმუნებს
თანატოლებს,რომ სპორტი ჯანმრთელობაა,დაასაბუთებს პრობლემებს მავნე ჩვევებთან დაკავშირებით.გამოიმუშავებენ ჯანსაღი ცხოვრების უნარ_ჩვევებს.გამოუმუშავდებათ
პრობლემის აღმოჩენის ,გადაწყვეტილების მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.
მონაწილეთა მოსწავლეთა ასაკი:
13–14 წელი
პროექტის ხანგძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც
შეიძლება შეიქმნას:
მასწავლებელი
და
მოსწავლეები წავლენ პიკნიკზე. ბავშვები ივარჯიშებენ 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ კი მიირთმევენ ხილს და ჯანსაღ საკვებს.
მასწავლებლის
დახმარებით მოამზადებენ პრეზენტაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
კომპიუტერი;ფოტოაპარატი; პროექტორი;
ფორმატის ქაღალდი; მარკერი;ფოტომასალა;გუგლი;ვიკიპედია;
საგნებთან/ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.დაწყ.(I).1.მოსწავლემ უნდა შეძლოს: პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა
ელემენტარული კვლევითი უნარჩვევების დემოსტრირება.
ბუნ.დაწყ.(2).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების
დახასიათება და შედარება,
მათი
ტიპური
წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;
ორგანიზმების
სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა: natianatia2629@gamil.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com
რეფლექსია „ ვიცხოვროთ
ჯანსაღად“
მე–12 კლასში განვახორციელე პროექტი თემაზე ,,ვიცხოვროთ
ჯანსაღად“.პროექტის დაწყებამდე კლასში განვიხილე ჯანსაღი ცხოვრების ზოგადი პრობლემები. პროექტის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩართული.ისინი პროექტის ვადაში ყველაფერს აკეთებდნენ რომ თვალსაჩინო და ყველასათვის
ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.მოსწავლეები ატარებდნენ
ვარჯიშებს.დახატეს ჯანსაღი კვების სახეობები.მოაწყეს მათმიერ შესრულებული ნახატების
გამოფენა. ამავე დროს ზრუნავდნენ რომ თითოეული მათგანი მაგალითი ყოფილიყო ყველასათვის.შეადგინეს
რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების მისაღწევად.
ვფიქრობ
მიზანს მივაღწიე.პროექტის გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა.როგორც
ვხედავ მოსწავლეები არამარტო პროექტის მსვლელობისას ახორციელებდნენ ასეთ აქტივობებს
არამედ ცხოვრებაშის თანამგზავრად გაიხადეს.
No comments:
Post a Comment