მთავარი

პროექტი ,, გავალამაზოთ სკოლის ეზო“


პროექტის სახელწოდება: ,, გავალამაზოთ სკოლის ეზო“
პროექტის აქტუალობა:
   მოსწავლეებს  უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა დავარწმუნოთ, რომ მნიშვნელოვანია სკოლის ეზოში ყვავილების ბაღის მოვლა.მოსწავლეებში უნდა ავამაღლოთ ბუნებისადმი სიყვარულის გრძნობა.მათ უნდა იცოდნენ რომ როგორც ხეებს,ყვავილებს და ბუჩქებსაც შეუძლიათ მათთვის სარგებელის მოტანა.მათ უნდა იცოდნენ,რომ წელიწადის დროების მიხედვით აუცილებელია სკოლის ბაღს გალამაზება და ყვავილების განახლება– დარგვა.ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მოსწავლეებს ვთხოვთ, მოიძიონ ინფორმაცია მარადმწვანე მცენარეებზე, განსაკუთრებით ეზოს ყვავილების შესახებ ინფორმაცია,რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. მთავარია, მოვუწოდოთ მოსწავლეებს ,,გავალამაზოდ სკოლის ეზო“.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ იმისთვის რომ, მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სკოლის ეზო ყოველთვის ყვაოდეს.მოეწყობა სეზონური ყვავილების გამოფენა. მოსწავლეთა  ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
მოსწავლეთა/მონაწილეთა ასაკი: 13–14  წელი
პროექტის ხანგძლივობა: 15.11.2019–25.10.2019 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:   
მოსწავლეებთან ერთად ჩავატარე  საუბარე თემაზე სეზონური ყვავილების მოვლაზე-პატრონობაზე.
  პროექტის ფარგლებში დავამუშავედ სკოლის ყავილების ბაღი და დავრგეთ სეზონის შესაფერისი ყვავილები.
  სკოლაში მოვაწყვეთ  სეზონური ყვავილების გამოფენა, სადაც  მოწავლეებმა წარმოადგინენ სხვადასხვა ქოთნისა თუ ეზოს სეზონური ყვავილები, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მოუწოდებდნენ სხვებსაც ეზრუნათ ეზოს გალამაზებისთვის.

პროექტის მსვლელობა: ვიმარაგებთ სამუშაო იარაღებს,ხელთათმანებს,წყალს,ყვავილებს დასარგავად.



საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით.
ბუნ.I.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს დღე-ღამესა და წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა.



პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა: natianatia2629.gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  www.natianatia2629.blogspot.com


რეფლექსია ,, გავალამაზოთ სკოლის ეზო“
          პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებში ამემაღლებინა ის ცნობიერება რომ აუცილებელია სეზონის ყოველ დროს სკოლის ბაღი სუფთა და ყვავილიანი იყოს.ამასთან დაკავშირებით წაუკითხე ლექსი გვიყვარდეს და უვლიდეთ სკოლის ყვავილების ბაღს.საიდანაც ჩანს რომ ადამიანი რაც არ უნდა საქმიანობას ეწეოდეს მთავარია უნდა მათ ირგვლივ შეინიშნებოდეს სუფთა და მოვლილი გარემო.ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დარგეს უამრავი სეზონური ყვავილი სკოლის ბაღში.ყოველ დღე დიდი სიხარულითა და ხალისით რწყავენ და უვლიან მათ  მიერ დარგულ ყვავილებს.
     ჩემი აზრით მივაღწიე დასახულ მიზანს.მოსწავლეებს ჩაუნერგე სკოლის ეზოს გალამაზებისა და ყვავილებისადმი სიყვარული.


No comments:

Post a Comment