მთავარი

პროექტი "მაწანწალა ძაღლები"


პროექტის სახელწოდება: ,, მაწანწალა ძაღლები“
პროექტის აქტუალობა: ეს თემა აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის.ქალაქში ბევრი  მაწანწალა ძაღლია.რაც ძალიან დიდ პრობლემას ხდის მოსახლეობაში,განსაკუთრებით მოზარდებში.მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი დაავადების გავრცელება,ამიტომ ვეცადე მოსწავლეებისთვის გამეცნო მაწანწალა ძაღლების არსებობის პრობლემები.მოსწავლეებთან ერთად დავიწყეთ გამოსავალის ძებნა მაწანწალა ძაღლების მოვლა – პატრონობაზე.
პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მაწანწალა ძაღლებზე.
·         გადაიღებენ მათ საცხოვრებელ ადგილებში არსებულ მაწანწალა ძაღლებს.
·         გაანალიზებენ იმას რომ ქუჩაში უპატრონოდ ძაღლები აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და მათ მიხედვა ჭირდება.
·         ამავე დროს გამოყოფენ პრობლემას,რომ მაწანწალა ძაღლებს შეუძლიათ ინფექციური დაავადებების გადატანა.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
ვადები/ხანგძლივობა:1.11.2019-1.14.2019 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება რომ შექმნას:
·         ფილმის ჩვენება მაწანწალა ძაღლებზე.
·         ფოტოების გადაღება ძაღლებზე.
·         ბუკლეტების მომზადება მაწანწალა ძაღლებზე.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,ფოტო აპარატი,ფლიფჩარტი,მარკერები.
პროექტის მსვლელობა:
    პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი.აუხსენი პროექტის აქტუალობა.დავსვი კითხვები საკითხის ირგვლივ და მოვისმინე მათი შეხედულება მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით.შემდეგ დავიწყეთ დავალების განაწილება.თითოეულ მონაწილეს დაევალა ფოტოს გადაღება მათ გვერდით არსებულ მაწანწალა ძაღლებზე.ასევე ჯგუფმა მოამზადა ბუკლეტები მაწანწალა ძაღლების შესახებ.
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
მოქ. X.1. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
მოქ.X.5 მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა,სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა:natianatia2629@.gmail.qom
      პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com









რეფლექსია ,, მაწანწალა ძაღლები“
     მეცხრე  კლაში განვახორციელე პროექტი თემაზე: ,,მაწანწალა ძაღლები“.პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი საფეხურეების დაცვით: მოსწავლეებთან ერთად განვიხილე პროექტის მიზანი,აქტუალობა.დავსვი კითხვები თემის ირგვლივ და ჩავიწერე მათი შეხედულება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.პროექტში გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.
      დავალებების განაწილების შემდეგ თითოეულ მათგანს ქონდა შესაბამისი სამუშაო შესასრულებელი.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ ამ პროექტიში.გადაიღეს მაწანწალა ძაღლების სურათები, შეძლეს ინფორმაციის მოძიება ამ თემასთან დაკავშირებით.გავაკეთეთ ბუკლეტები.
       პროექტის მიზანი მიღწეულია.მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ ძაღლი ის ცხოველია რომელსაც მოფთხილება და თავშესაფარი ჭირდება.ამავე დროს ისაუბრეს თუ რა საფრთხის მოტანა შეუძლია ასეთ ძაღლებს საზოგადოებისთვის.მაგალითად ინფექციური დაავადებების გაგძელება და ა.შ.

No comments:

Post a Comment