პროექტის სახელწოდება:
,, ჰიგიენა
ზოგადად“
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლეები კარგად გაიგებენ
რომ ჰიგიენის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანსაღად განვითარებისათვის.მეტს
გაიგებენ იმის შესახებ რომ ჰიგიენის წესების დაცვა ხელს უშლის სხვადასხვა სახის ინფექციებისა
და დაავადებების განვითარებას.აუცილებელია მოსწავლებს მეტი იმფორმაციის მიწოდება ჰიგიენასთან
დაკავშირებით.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლების ერთად მოიძიებენ
სხვადასხვა ინფორმაციას და ფოტო მასალა ჰიგიენასთან დაკავშირებით.მათ მიერ გაკეთებული
ბუკლეტები გამოფინონ სკოლის თვალსაჩინო ადგილას და თვითონვე დაიწყონ ამ საკითხის გაკონტროლება
საკუთარ კლასში.
მონაწილეთა ასაკი:
12–13
წელი
ვადები/ხანგძლივობა:
2
კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
რაც შეიძლება რომ შეიქმნას:
ფოტოების გამოფენა,გამოკითხვა მოზარდებში,შეხვედრა უბნის
ექთანთან, ჰიგიენა საჭიროა ყველასა და ყველაფერში.მაგალითად,ადამიანების გარდა მცენარეებში,ცხოველებში
და გარემო პირობებში.
პროექტისთვის საჭირო
რესურსები:
ფოტო აპარატი,კომპიუტერი,ინტერნეტი,ფლიფჩარტი,მარკერები.
პროექტის მსვლელობა:
პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეებს თავდაპირველად
ვესაუბრე ჰიგიენაზე,თითოეულმა მათქანმა ისაუბრა როგორ იცავდნენ ჰიგიენას,აღმოჩნდა რომ
უმრავლესობას ჰიგიენის დაცვა მხოლოდ საკუთარი თავის მოვლა ეგონა.უკვირდათ რატომ არ
უვლის ბევრი ადამიანი საკუთარ თავს,ტანსაცმელს,თავს.შემდეგ ჩამოვწერეთ რატომ უნდა დავიცვათ
ჰიგიენა.შემდეგ დავალებები გავანაწილეთ.ზოგ მათგანს უნდა მოემზადებინა თემა:ჰიგიენა
ადამიანებში,ზოგ მათგანს ჰიგიენა მცენარეებში,ზოგ მათგანს ჰიგიენა ცხოველებში.ზოგს
საკლასო ოთახში,ზოგს ეზოში და ზოგადად დაემუშავებინათ თემები ჰიგიენა ყველგან და ყველაფერში.
საგნებთან / ჯგუფებთან
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ მსჯელობა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია ბუჟგულაშვილი
ელ-ფოსტა: natianatia2629@gmail.com
რეფლექსია ,,ჰიგიენა ზოგადად“
მე–8 კლასში განვახორციელე პროექტი თემაზე ,,ჰიგიენა
ზოგადად“.პროექტის დაწყებამდე კლასში განვიხილე ჰიგიენის ზოგადი პრობლემები. პროექტის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩართული.სჯეროდად რომ მათ მიერ ჩატარებული ღონისძიება სარგებლობას მოუტანდა არა მარტო
მას არამედ თანასკოლელებსაც.ისინი პროექტის ვადაში ყველაფერს აკეთებდნენ რომ თვალსაჩინო
და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ჰიგიენის შესახებ.ამავე დროს ზრუნავდნენ
რომ თითოეული მათგანი მაგალითი ყოფილიყო ყველასათვის.აწესრიგებდნენ სასწავლო ნივთებს,საკლასო
გარემოს.უვლიდენ სკლასო ოთახსა და სკოლის გარემოში არსებულ ყვავილებს.თან აკეთებდნენ
კომენტარს რისთვის იყო აუცილებელი ყვავილების მოვლა.
ვფიქრობ მიზანს მივაღწიე.პროექტის გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა.როგორც
ვხედავ მოსწავლეები არამარტო პროექტის მსვლელობისას ახორციელებდნენ ასეთ აქტივობებს
არამედ ცხოვრებაშიც დანერგავენ.
No comments:
Post a Comment