მთავარი

პროექტი ,,გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“


პროექტის სახელწოდება: ,,გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“
პროექტის აქტუალობა:
 სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა,რომ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს მათ შორის დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესი,რაც გამოიხატება იმაში,რომ მათ დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკელოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო.ჯამრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს.ხშირად უფროსკლასელები არიან თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებლები.ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მათ ხელს შუშლით დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ.გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს შენარჩუნებას,რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემაა.
პროექტის მიზანი:
წინამდებარე პროექტის მიზანია მოზარდებამ შეძლონ დღის რეჟიმის დაგეგმა და პოპულარიზაცია,გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა,არამარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე,არამედ განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო–საგანმანათლენლო კამპანია,მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი  გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე.მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
ოსწავლეთა/მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი
პროექტის ხანგძლივობა: 1.10.2019–16.10.2019 წელივ
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
1.მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
2,კომპეტენტური სპეციალისტების კონსულტაციის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლის,თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალების მომხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.შეექმნება განწყობა–დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მისდევდე ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3.სპორტული შეჯიბრის საშუალებით და ბენეფისის მოწყობით სკოლაში გამოვლინდებიან მოსწავლეები,რომლებიც მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს,რაც კარგი მაგალითი იქნება სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.
4.მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი,სუფთა გარემოს მნიშვნელობას და შეეცდებიან გაუფრთხილდენ მას.
5.მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების უნარი,თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი.
პროექტის საჭირო რესურსი:
   გამოფენისათვის საჭიროა საკვები პროდუქტები,ან ვიზუალური მასალა ამ საკვების გამოსახულებით – სლაიდები,ინტერნეტი,სპორტული ინვენტარი,მარკერი,თაბახის ფურცელი.
პროექტის მსვლელობა:
1.       მოზარდისთვის  ჯანსაღ საკვების და კვების რეჟიმის მნიშვენელობა–ექიმის კონსულტაცია.
2.       ,,არა გენმოდიფიცირებულ და ჯენმრთელობისათვის საშიშ და მავნე პროდუქტებს“ გამოფენა აქციის ჩატარება.აქციისათვის მოსწავლეებთა ჯგუფის მიერ სლაიდ შოუს დამზადება.
3.       მოსწავლეთა ჯგუფის მიერ გამოკითხვის ანკეტის დამზადება.სკოლის მოსწავლეთა შორის მწეველთა გამოვლენისათვის სტატისტიკური კვლევის ჩატარება.
4.       რა ზიანს აყენებს ალკოჰოლი და თამბაქოს მოზარდის ჯანმრთელობას –ქიმია–ბიიოლოგიის მასწავლებლის ლექცია.
5.       პოლიციელის მოწვევა სკოლაში და მისი ტრენინგ–კონსულტაცია.
6.       ,,ჯანმრთელობისათვის მაბნე ნივთიერებებს დაუპირისპიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი სასკოლო მინი ოლიმპიადის მოწყობა უფროსკლასელთა შორის:შეჯიბრი სირბილში,კალადბურთში,ჭადრაკში.
7.       ,,ჯანსაღი სხეული ჯანსაღ გარემოში“–დასუფთავების აქცია სკოლაში და სურამის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.     
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.მოსწავლეებს შეუძლია გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა,როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და,აქედან გამომდინარე,საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა.
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.მსჯელობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა: natianatia2629@gamil.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com

რეფლექსია ,,გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“
      მეხუთე  კლასში განვახორციელე პროექტი თემაზე ,,გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“.პროექტის დაწყებამდე კლასში განვიხილე ცხოვრების ზოგადი პრობლემები რაც აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე..     პროექტის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.ისინი პროექტის ვადაში ყველაფერს აკეთებდნენ რომ თვალსაჩინო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ.დახატეს ჯანსაღი კვების სახეობები რომელიც ხელს უწყობსჩვენს ჯანმრთელობას.მოაწყეს მათმიერ შესრულებული ნახატების გამოფენა. ამავე დროს გაითამაშეს კლასში პირველადი დახმარების სცენა.
     მიზანი მიღწეულია ბავშვებმა იციან როგორ  უნდა გაუფრთხილდენ ჯანმრთელობას.






No comments:

Post a Comment