მთავარი

რეფლექსიები

რეფლექსია ,, მაწანწალა ძაღლები“
     მეცხრე  კლაში განვახორციელე პროექტი თემაზე: ,,მაწანწალა ძაღლები“.პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი საფეხურეების დაცვით: მოსწავლეებთან ერთად განვიხილე პროექტის მიზანი,აქტუალობა.დავსვი კითხვები თემის ირგვლივ და ჩავიწერე მათი შეხედულება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.პროექტში გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.
      დავალებების განაწილების შემდეგ თითოეულ მათგანს ქონდა შესაბამისი სამუშაო შესასრულებელი.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ ამ პროექტიში.გადაიღეს მაწანწალა ძაღლების სურათები, შეძლეს ინფორმაციის მოძიება ამ თემასთან დაკავშირებით.გავაკეთეთ ბუკლეტები.
       პროექტის მიზანი მიღწეულია.მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ ძაღლი ის ცხოველია რომელსაც მოფთხილება და თავშესაფარი ჭირდება.ამავე დროს ისაუბრეს თუ რა საფრთხის მოტანა შეუძლია ასეთ ძაღლებს საზოგადოებისთვის.მაგალითად ინფექციური დაავადებების გაგძელება და ა.შ.



რეფლექსია " არ მივეჩვიოთ მავნე ჩვევებს"


მავნე ჩვევების დაძლევის მიზნით განვახორციელე სოციალური პროექტი, არ მივაჩვიოთ მავნე ჩვევებს რადგან დღეს ეს თემა აქტუალურიადა მომხდარიყო ცნობიერების ამაღლება მოზრდილებმა უნდა იცოდნენ რა ზიანის მოტანა შეუძლია საკუთარ ჯამრთელობაზე სიგარეტს და ალკოჰოლს. მოსწავლეებისთვის თვალნათელი რომ გამხდარიყო ვაჩვენე

ვიდეო ფილმები , რათა საკუთარი თვალით ენახათ როგორი იყო მწეველი ადამიანის ორგანიზმი.მოხდა მისი განხილვა და დისკუსია, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეების ჩართულობას, დისკუსიას, საკუთარი აზრის გამოთქმა.





                                                  მიზანი:

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებმა

შორს მავნე ჩვევები

                                                      შედეგი:   

    ბავშვები სარგებელ ინფორმაციას მიიღებენ, ტორელანტელი ცნობიერების მაღლებზე .

მოსწავლეები დარწმუნდებიან რომ რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს.




რეფლექსია „ ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება“

საშუალო საფეხურზე განვახორციელე პროექტი სახელწოდებით „ჩვენი  ფოლკლორი  და  ზეპირსიტყვიერების  ნიმუშები“.  პროექტის იდეა განაპირობა სახელმძღვანელოში  მოცემული  ხალხური  ნაწარმოებების  შესწავლამ.  მოსწავლეებს შევთავაზე   ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების  ნიმუშების შეგროვება, რასაც მოსწავლეები ხალისით  დათანხმდნენ.
      პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილე უკუკავშირის მეთოდებზე. ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მოსწავლეები დავყავი არჩევითი პრინციპით  ჯგუფებად ,რამაც დამეხმარა უთანხმოებები თავიდანვე გამომერიცხა ჯგუფებს შორის. ის ფაქტი , რომ ყველა მოსწავლე ერთობლივად მუშაობდა კითხვაზე  „რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის , რომ კარგად ვიმუშაოთ“, კარგი ინსტრუმენტი აღმოჩნდა პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
       პროექტის განხორციელებისას არ ყოფილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა.
   მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაებნენ მუშაობაში, რაც საინტერესო აქტივობებმა განაპირობა: მცირე კვლევის ჩატარება,  ფოტო გადაღებები, სქემების შექმნა, პრეზენტაციის მოწყობა და ა. შ.
       მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე კვლევით კომპონენტს. მოსწავლეებს მივეცი საშუალება, თვითონ ჩაეტარებინათ გამოკითხვები მათთვის სასურველ ადრესატებთან წინასწარ შედგენილი კითხვარებით და დაემუშავებინათ სასურველი ფორმით.  აღსანიშნავია , რომ მოსწავლეებმა კვლევის ჩატარებასა და მონაცემების მოწესრიგებას კარგად გაართვეს თავი, რაც პროექტის ძლიერი მხარე იყო.
    მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე შეფასების საკითხს. კერძოდ, შევაფასე  როგორც პროექტი, ისე პროექტის პროცესი.
        იმავე გეგმით შემდგომში პროექტის განხორციელებისას არ შევცვლიდი გეგმას.
მხოლოდ დავამატებდი ერთ ამოცანას. კერძოდ, მოსწავლეებს მივუთითებდი იმ  ავტორების  სახელმძღვანელოებს, რომელშიც მსგავსი თემებია განხილული და დავავალებდი ამ თემების განხილვასა და შედარებას მათ მიერ მოძიებულ მასალასთან.
         აღვნიშნავ, რომ მივაღწიე დასახულ მიზანს: მოსწავლეებმა  გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით;  შეძლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, დასკვნების გამოტანა;  შექმნეს პრეზენტაცია,  ორგანიზება გაუკეთეს ,  შეაფასეს და დაამუშავეს ინფორმაცია; გადმოსცეს საკუთარი აზრები და შთაბეჭდილებები  ჯგუფების  წინაშე;  




რეფლექსია დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას’’.

პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ    მოსწავლეებიცა  და მშობლებიც  სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ  მრავალშვილიან დედას და მის შვილებს.
კალენდრით მითითებულ ვადებში  კლასების მონაწილეობით შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად  მონაწილეობდნენ, როგორც  მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
 მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია. 





რეფლექსია "არა თამბაქოს"


რეფლექსია
   პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები ამ ინფორმაციას გადასცემენ თანატოლებს.რის შემდეგაც შემცირდება მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარება.პროექტმა ხელი შეუწყო ბავშვებში ინფორმაციის მიღებას თამბაქოს მავნებლობის შესახებ.მათ პროექტის წყალობით იციანთამბაქოს მავნე მხარეები და ისიც,თუ როგორ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.



რეფლექსია  "ბავშვთა უფლებები"



       ბავშვებმა პროექტის საშუალებით გაეცნენ მათ უფლება-მოვალეობებს.მათ უკვე  გაეზარდაათ ცოდნის არეალი ამ საკითხთან მიმართებაში.პროექტის მსვლელობისას ბავშვებმა დაამზადეს ერთობლივად მოძიებული მასალის გამოყენებით  საინფორმაციო ფლაიერი,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები“.პროექტის დასრულების შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია.



რეფლექსია ,, ბილწსიტყვაობა“
           2019 წლის აპრილის თვეში მე-9 კლასში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით ,, ბიწსიტყვაობა“
          პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ თუ როგორია ბიწსიტყვაობა.მოსწავლეები ხალისისთ მუშაობდნენ პროექტის მსვლელობის დროს.მათ მიეცათ საშუალება ჩაეწერათ თანატოლებისგან მოსმენილი უხამსი სიტყვები. აღსანიშნავია,რომ მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი.ჩაწერილი სიტყვებიდან შექმნეს ტაბულა,რომელშიც თვალსაჩინოთ იყო აღწერილი უხეში სიტყვები და დამამცირებელი სიტყვების შედეგი.რაც პროექტის ძლიერი მხარე იყო.გამოაკრეს თვალსაჩინო ადგილას,რადგან ყველას წაეკითხა და გაეაზრებინა სიტყვების უარყოფითი მხარე.
   ავღნიშნავ,რომ მივაღწიე დასახულ მიზანს.მოსწავლეებმა შეძლს ინფორმაციის მოძიება,დასკვნების გამოტანა და პროექტის დასრულების შემდეგ ცდილობენ თავი შეიკავონ ბილსიტყვაობისგან.



რეფლექსია ,,ბულინგი მოზარდებში“.
     მე- 7 კლასში განვახორციელო პროექტი სახელწოდებით ბულინგი.პროექტის იდეა თვით მოსწავლეებისგან წამოვიდა,როცა ბავშვებთან ვსაუბრობდი ბულინგზე.
     ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით პროექტის დაწყებამდე გამოვიყენე უკუკავშირის მეთოდი,,ბარათებით თამაში“,რაც დამეხმარა უთანხმოების მოგვარებაში.მთელი კლასი მუშაობდა კითხვაზეე:,, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის რომ პროექტი სასარგებლო,შინაარსიანი და ეფექტური იყოს.“ მოსწავლეთა პასუხებში ჩანდა ურთიერთ დახმარებისა და თანამშრომლობის საკითხები.
       მოსწავლეები დაინტერესებულნი იყვნენ კითხვების მომზადებაში,ფილმის მოძიებაში,ინტერნეტთან მუშაობით.
                ავღნიშნავ,რომ მივაღწიე დასახულ მიზანს;მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.შეძლეს ინფორმაციის მოძიება და გავრცელება თანატოლებთან.პროექტზე მუშაობით მთელი კლასი კმაყოფილი იყო.   




რეფლექსია ,, გავალამაზოთ სკოლის ეზო“
          პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებში ამემაღლებინა ის ცნობიერება რომ აუცილებელია სეზონის ყოველ დროს სკოლის ბაღი სუფთა და ყვავილიანი იყოს.ამასთან დაკავშირებით წაუკითხე ლექსი გვიყვარდეს და უვლიდეთ სკოლის ყვავილების ბაღს.საიდანაც ჩანს რომ ადამიანი რაც არ უნდა საქმიანობას ეწეოდეს მთავარია უნდა მათ ირგვლივ შეინიშნებოდეს სუფთა და მოვლილი გარემო.ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დარგეს უამრავი სეზონური ყვავილი სკოლის ბაღში.ყოველ დღე დიდი სიხარულითა და ხალისით რწყავენ და უვლიან მათ  მიერ დარგულ ყვავილებს.
     ჩემი აზრით მივაღწიე დასახულ მიზანს.მოსწავლეებს ჩაუნერგე სკოლის ეზოს გალამაზებისა და ყვავილებისადმი სიყვარული.




რეფლექსია "გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას"
      მეხუთე  კლასში განვახორციელე პროექტი თემაზე ,,გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“.პროექტის დაწყებამდე კლასში განვიხილე ცხოვრების ზოგადი პრობლემები რაც აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე..     პროექტის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.ისინი პროექტის ვადაში ყველაფერს აკეთებდნენ რომ თვალსაჩინო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ.დახატეს ჯანსაღი კვების სახეობები რომელიც ხელს უწყობსჩვენს ჯანმრთელობას.მოაწყეს მათმიერ შესრულებული ნახატების გამოფენა. ამავე დროს გაითამაშეს კლასში პირველადი დახმარების სცენა.


     მიზანი მიღწეულია ბავშვებმა იციან როგორ  უნდა გაუფრთხილდენ ჯანმრთელობას.




რეფლექსია ,, დაბინძურებული გარემო“
           2019 წლის ოქტომბერის თვეში მე–8 კლასში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით ,, დაბინძურებული გარემო“
          პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ რომ ბუნებას ჭირდება მოვლა და გაფთხილება.რაც თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა.მოზარდებში პატარა ასაკიდან უნდა ჩამოყალიბდეს ბუნებისადმი სიყვარული.მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რომ დანაგვიანებული გარემო მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.ამისათვის აუცილებელია გაუფრთხილდეთ და არ დავანაგვიანოდ გარემო.
   ავღნიშნავ,რომ მივაღწიე დასახულ მიზანს.პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები უფრთხილდებიან და უვლიან გარემოს.



რეფლექსია ,, დარგე ხე “
          პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებს ამემაღლებინა ის ცნობიერება რომ აუცილებელია ყოველ წელს დავრგოთ ახალი ხე.ამასთან დაკავშირებით წაუკითხე ლექსი ,, დარგე ხე “,საიდანაც ჩანს რომ ადამიანი რაც არ უნდა საქმიანობას ეწეოდეს მთავარია უნდა დარგოს ხე.ბუნება რომ არ იყოს არ გვექნებოდა წყალი და ჰაერი,რაც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისათვის.ყოველი განადგურებული ხის ძირას უნდა ჩავრგოთ ახალი ხე.ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დარგეს რამდენიმე ხე სკოლის ეზოში.ყოველ დღე დიდი სიხარულითა და ხალისით რწყავენ და უვლიან მათ  მიერ დარგულ ხეს.
     ჩემი აზრით მივაღწიე დასახულ მიზანს.მოსწავლეებს ჩაუნერგე ბუნების სიყვარული.


რეფლექსია ,,ვისწავლოთ უკეთესად ჩვენი წინსვლისთვის“

    პროექტის მიზანი იყო მშობლების დაახლოვება სკოლასთან,რათა მოსწავლეებში ამაღლებულიყო სწავლის მოტივაცია.ამ მიზნით მე–8 კლასში გავაკეთე პროექტი თემაზე ,,ვისწავლოთ უკეთესი წინსვლისთვის“.პროექტის თემიდან გამომდინარე ბავშვებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილის პრობლემური საკითხები და ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე.ჯგუფურმა მუშაობამ მეტი ხალისი შესძინა პროექტის მიმდინარეობას და  გამოიწვია ერთიანი აზრთა ჩამოყალიბება სწავლების დონის გასაუმჯობესებლად.
    მიზანი მიღწეულია,მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შედგა თანამშრომლობა.რაც შემდგომში აისახება სწავლის დონის ამაღლებაში.



რეფლექსია „ ვიცხოვროთ ჯანსაღად“
      მე–12  კლასში განვახორციელე პროექტი თემაზე ,,ვიცხოვროთ ჯანსაღად“.პროექტის დაწყებამდე კლასში განვიხილე ჯანსაღი ცხოვრების ზოგადი პრობლემები.     პროექტის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.ისინი პროექტის ვადაში ყველაფერს აკეთებდნენ რომ თვალსაჩინო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.მოსწავლეები ატარებდნენ ვარჯიშებს.დახატეს ჯანსაღი კვების სახეობები.მოაწყეს მათმიერ შესრულებული ნახატების გამოფენა. ამავე დროს ზრუნავდნენ რომ თითოეული მათგანი მაგალითი ყოფილიყო ყველასათვის.შეადგინეს რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების მისაღწევად.
      ვფიქრობ მიზანს მივაღწიე.პროექტის გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა.როგორც ვხედავ მოსწავლეები არამარტო პროექტის მსვლელობისას ახორციელებდნენ ასეთ აქტივობებს არამედ ცხოვრებაშის თანამგზავრად გაიხადეს.




რეფლექსია ,,თანადგომა აუცილებელია“
             მთელ კლასში განვიხილე პროექტის ძირითადი კითხვა რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის თანადგომას.მოსწავლეების მოსაზრება საკლასო ოთახში გაკრულ ფლიფჩარტზე ჩამოვწერე.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ რომ ერთმანეთის თანადგომის,კარგი ურთიერთობისა და სხვაზე ხელის გაწოდების გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს და ვერც ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ.
          პროექტის შესრულებისათვის მოსწავლეებს მიეცათ ორი კვირა.პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა დაიწყეს მსჯელობა,პროექტის რომელი იდეაა რეალურად განსახორციელებადი.პირველ რიგში უნდა წაეკითხათ ლიტერატურა,რომელშიც ნათლად იქნებოდა ასახული მეგობრობა,ურთიერთ პატივისცემა,დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება.გეგმის მიხედვით ნახეს სიტუაციური ფილმი,მოამზადეს პრეზენტაცია.
          ვფიქრობ მიზანი მიღწეულია რადგან პროექტში ერთად მუშაობდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც ერთმანეთში კომფლიქტი ჰქონდათ.



პროექტის რეფლექსია “ოჯახი, ტრადიცია“
მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა მოზარდებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კოლაბორაციის, კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
პროექტზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა წინასაახალწლო და ახალი წლის შემდგომ პერიოდს,  ამ პერიოდშია სუსტად საახალწლო სამზადისი და დიდი ოჯახური დღესასწაულები, სადილები და ვახშმობა. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახური ტრადიციების შესახებ.
 ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა, ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
პროექტის მიზანი სწორედ ეს იყო,მინდოდა მოსწავლეებს არ დაევიწყებინად და უკეთ გაეაზრებინათ მათი ოჯახური ტრადიციების მნიშვნელობა.


პროექტის რეფლექსია სიკეთე მზის შუქსა ჰგავს“
    პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობლები,რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო,როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება,განმესაზღვრა განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა.მიუხედავათ იმისა,რომ კლასში არიან სხვადასხვა მრწამსის მოსწავლეები აღმოჩნდა, რომ ისინი და მშობლებიც სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან,მიიჩნევენ,რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ადამიანებს,მოეფერონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ.
    მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა საჭირო ნივთები,საკვები პროდუქტი და ტკბილეული.აქტიურად მონაწილეობდნენ,როგორც მოსწავლეები,ასევე მშობლები.ყველა ცდილობდა,შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა საკვები პროდუქტი და ტკბილეული.შეთანხმებული და ერთობრივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
     მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში,მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობიტ.სთხოვდენ მათ,კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
    პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული იყო,რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი,შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული ერთ–ერთი ეტაპი იყო,როცა მოსწავლეები უშუალოდ შეხვდნენ სოფელში მცხოვრებ მარტოხელა მარიკა ნიანიდს.მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება.ვფიქრობ შემდეგში აუცილებლად დავგეგმა სხვა ტიპის პროექტებს.




რეფლექსია ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფა“

მე–7 კლასში დავგეგმე სოციალური პროექტის, "ჩვენ და ბუნებრივი კატასტროფების" , განხორციელება, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში  ცნობიერების დონის ამაღლება ბუნებრივი კატასტროფების რისკთან დაკავშირებით.

პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ვინაიდან მათაც მეტად მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ბუნებრივი კატასტროფების საფრთხისა და რისკის შესახებ. აღნიშნული თემის შესახებ მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ინფორმაციას ღებულობენ სკოლაში სწავლის დროს. თუმცა ერთია თეორიული ცოდნა და მეორე- ამ ცოდნის რეალურად გამოყენება. მით უფრო, როცა საფრთხე საკუთარ თუ გვერდით მყოფის უსაფრთხოებას ეხება.
პროექტის ფარგლებში მივაღწიეთ დასახულ მიზანს, რაშიც დაგვეხმარა წინასწარ შემუშავებული გეგმა, ყოველდღიური შეხვედრები და სათანადო მონიტორინგები.
პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დასკვნით ეტაპზე, იმიტაცია მიწისძვრის დროს, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნა გადაეტანათ პრაქტიკაში.



რეფლექსია ,,ჰიგიენა ზოგადად“

      მე–8  კლასში განვახორციელე პროექტი თემაზე ,,ჰიგიენა ზოგადად“.პროექტის დაწყებამდე კლასში განვიხილე ჰიგიენის ზოგადი პრობლემები.     პროექტის მსვლელობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.სჯეროდად რომ მათ მიერ ჩატარებული ღონისძიება სარგებლობას მოუტანდა არა მარტო მას არამედ თანასკოლელებსაც.ისინი პროექტის ვადაში ყველაფერს აკეთებდნენ რომ თვალსაჩინო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ჰიგიენის შესახებ.ამავე დროს ზრუნავდნენ რომ თითოეული მათგანი მაგალითი ყოფილიყო ყველასათვის.აწესრიგებდნენ სასწავლო ნივთებს,საკლასო გარემოს.უვლიდენ სკლასო ოთახსა და სკოლის გარემოში არსებულ ყვავილებს.თან აკეთებდნენ კომენტარს რისთვის იყო აუცილებელი ყვავილების  მოვლა.      ვფიქრობ მიზანს მივაღწიე.პროექტის გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა.როგორც ვხედავ მოსწავლეები არამარტო პროექტის მსვლელობისას ახორციელებდნენ ასეთ აქტივობებს არამედ ცხოვრებაშიც დანერგავენ.



No comments:

Post a Comment