მთავარი

პროექტი „ ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება“


პროექტი „ ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება“

პროექტის თემა 

  ფოლკლორი,ზეპირსიტყვიერება
პროექტის  მთავარი  იდეა
მოსწავლეები  შეისწავლიან  ფოლკლორულ  ნიმუშებს ,ასევე მოიძიებენ  მასალას ზეპირსიტყვიერებისას,,შეაგროვებენ  და  გააცნობენ  საზოგადოებას.
პროექტის  აქტუალობა
მიღებული  ცოდნა  გამოიყენოს  ცხოვრებაში, გაუზიაროს  სხვებს, გაიგონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ფოლკლორის  გაცნობა. აქ არსებული მასალის დაცვა და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის.
პროექტის  მიზნები  და  შედეგები
          მოსწავლეებმა მოიძიონ და გაანალიზონ ინფორმაცია.
           მოსწავლეებმა თვითონ იმსჯელონ მოპოვებული ინფორმაციის მნიშვნელობაზე და გამოიტანონ დასკვნები.
          შეეცდებიან შექმნან  ისეთი  მასალა,  რომელიც  მათ  ცოდნას  გაუმდიდრებს,სხვებს  კი  დააინტერესებს
                           
მოსწავლეთა საფეხური
III საფეხური. XII კლასი
პროექტის  ხანგრძლივობა
ორი  კვირა
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას
*   მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას თემასთან დაკავშირებით;
  * შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას, დასკვნების გამოტანას;                                                                   
* შექმნიან პრეზენტაციას, ორგანიზაციას გაუკეთებენ, შეაფასებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ;                              
*  ჩამოუყალიბდებათ მათი შენარჩუნებისათვის აუცილებელი გზები, მოძიების უნარი.                                                                       
*     ამასთანავე შექმნიან      ჩანაწერებს, გადაიღებენ სურათებს.
,გააკეთებენ  ჩანახატებს, მოიძიებენ  სხვადასხვა ინფორმაციებს ლიტერატურული  წყაროებიდან.
პროექტისათვის  საჭირო  რესურსები
კომპიუტერი,  ბიბლიოთეკაში  არსებული  ისტორიული  წყაროების  ამსახველი  წიგნები,  რვეულები, ფოტოაპარატი, მოსწავლეთა  შესაძლებლობებით  მოპოვებული  ინფორმაციები.
პროექტის  მსვლელობა
           მოსწავლეებს  გავაცანი  პროექტის  გეგმა,  მიზნები ,აქტუალობა   მომავალი  თაობებისათვის  და  ქვეყნისათვის. (პირველი დღე)
           არჩევის  პრინციპის  გამოყენებით მოსწავლეები დავყავი   ჯგუფებად და  მივეცი  სათანადო  მითითებები, შევარჩიეთ  ერთად  საჭირო  რესურსები  და გავუნაწილე  დავალებები.           (მეორე დღე)
         
     თითოეული  ჯგუფის  მიერ  წარმოდგენილ  პრეზენტაცია  ერთად  შევაჯერეთ და   მივეცი  მითითებები  და დრო საბოლოო  წარდგენისათვის (ორი  დღე)
       ( მოძიებული მასალები და ნამუშევრები გეგმას თან ერთვის)                                                                                                  
      რეფლექსიას ვახდენ მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილისა და    შეფასების რუბრიკის მიხედვით.               
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
ისტორია, ლიტერატურა




 






                            პროექტის შეფასება                                                                                                           


კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. რამდენად აქტუალურია მოსწავლეთათვის და რამდენად იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი პროექტის იდეის განვითარებაში.




მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.




ამოცანები .რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს და მოსწავლეთა შესაძლებლობებს.




განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.




შედეგი. რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.




რესურსები .რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული.









                     მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი                                                                                 



დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე





                                      პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება                                                 


პროექტის მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმით
შუალედური მონიტორინგი#1 ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება-ტექსტებისა და ვიდეორგოლების დამუშავების ხარისხი
მასწავლებელი
10 დღის შემდეგ
რა ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა; შესრულებული დავალებების ხარისხი
შუალედური მონიტორინგი#2. მასწავლებელი დაკვირვების ცხრილი
მოსწავლეები
პროექტის განმავლობაში
დაკვირვების ცხრილი
პროექტის საბოლოო შეფასება
მასწავლებელი
პროექტის დასასრულს
რუბრიკებით





პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი 
ელ-ფოსტა: natianatia2629@gamil.com
     პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com











რეფლექსია
საშუალო საფეხურზე განვახორციელე პროექტი სახელწოდებით „ჩვენი  ფოლკლორი  და  ზეპირსიტყვიერების  ნიმუშები“.  პროექტის იდეა განაპირობა სახელმძღვანელოში  მოცემული  ხალხური  ნაწარმოებების  შესწავლამ.  მოსწავლეებს შევთავაზე   ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების  ნიმუშების შეგროვება, რასაც მოსწავლეები ხალისით  დათანხმდნენ.
      პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილე უკუკავშირის მეთოდებზე. ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მოსწავლეები დავყავი არჩევითი პრინციპით  ჯგუფებად ,რამაც დამეხმარა უთანხმოებები თავიდანვე გამომერიცხა ჯგუფებს შორის. ის ფაქტი , რომ ყველა მოსწავლე ერთობლივად მუშაობდა კითხვაზე  „რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის , რომ კარგად ვიმუშაოთ“, კარგი ინსტრუმენტი აღმოჩნდა პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
       პროექტის განხორციელებისას არ ყოფილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა.
   მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაებნენ მუშაობაში, რაც საინტერესო აქტივობებმა განაპირობა: მცირე კვლევის ჩატარება,  ფოტო გადაღებები, სქემების შექმნა, პრეზენტაციის მოწყობა და ა. შ.
       მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე კვლევით კომპონენტს. მოსწავლეებს მივეცი საშუალება, თვითონ ჩაეტარებინათ გამოკითხვები მათთვის სასურველ ადრესატებთან წინასწარ შედგენილი კითხვარებით და დაემუშავებინათ სასურველი ფორმით.  აღსანიშნავია , რომ მოსწავლეებმა კვლევის ჩატარებასა და მონაცემების მოწესრიგებას კარგად გაართვეს თავი, რაც პროექტის ძლიერი მხარე იყო.
    მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე შეფასების საკითხს. კერძოდ, შევაფასე  როგორც პროექტი, ისე პროექტის პროცესი.
        იმავე გეგმით შემდგომში პროექტის განხორციელებისას არ შევცვლიდი გეგმას.
მხოლოდ დავამატებდი ერთ ამოცანას. კერძოდ, მოსწავლეებს მივუთითებდი იმ  ავტორების  სახელმძღვანელოებს, რომელშიც მსგავსი თემებია განხილული და დავავალებდი ამ თემების განხილვასა და შედარებას მათ მიერ მოძიებულ მასალასთან.
         აღვნიშნავ, რომ მივაღწიე დასახულ მიზანს: მოსწავლეებმა  გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით;  შეძლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, დასკვნების გამოტანა;  შექმნეს პრეზენტაცია,  ორგანიზება გაუკეთეს ,  შეაფასეს და დაამუშავეს ინფორმაცია; გადმოსცეს საკუთარი აზრები და შთაბეჭდილებები  ჯგუფების  წინაშე; 











No comments:

Post a Comment