პროექტის სახელწოდება: ,, დარგე ხე“
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია,
რათა დავარწმუნოთ, რომ ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის
ნობათი.სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ხშირად ვხვდებით
ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების მიზეზი: ვხედავთ დაბინძურებულ ქუჩებს, ნადგურდება ხეები, ჰაერი გაჟღენთილია მავნე გამონაბოლქვით...,
რაც ხელს უწყობს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებას. ამ ფაქტორებიდან
გამომდინარე მოსწავლეებს ვთხოვთ, მშობლებთან ერთად მოიძიონ ინფორმაცია მარადმწვანე
მცენარეებზე, განსაკუთრებით
ნაძვზე,რადგან ნაძვის ხე უხვად გამოყოფს ჟანგბადს,რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება.
მთავარია, მოვუწოდოთ მოსწავლეებს ,,დარგე ხე“.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ იმისთვის რომ, მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო.მოეწყობა გამოფენა,, დავრგოთ ხე და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!“· მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეთა/მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი
პროექტის ხანგძლივობა: 21.10.2019–31.10.2019 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებთან ერთად ჩავატარე საუბარე თემაზე ტყის საფარის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობაზე.
პროექტის ფარგლებში დავასუფთავეთ
სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დავრგეთ ხეები.
სკოლაში მოვაწყვეთ გამოფენა,
სადაც მოწავლეებმა წარმოადგინენ სხვადასხვა პოსტერები, რომლის
საშუალებითაც მოსწავლეები მოუწოდებდნენ სხვებსაც ეზრუნათ ბუნების გადასარჩენად.
პროექტის მსვლელობა: ვიმარაგებთ
საგნებთან/ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით.
ბუნ.I.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ლოკალური გარემოს აღწერა და მასში ორიენტირება.
ბუნ.I.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს დღე-ღამესა და წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბუჟგულაშვილი
ელ–ფოსტა: natianatia2629@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.natianatia2629.blogspot.com
რეფლექსია ,, დარგე ხე “
პროექტის მიზანია იყო მოსწავლეებს ამემაღლებინა
ის ცნობიერება რომ აუცილებელია ყოველ წელს დავრგოთ ახალი ხე.ამასთან დაკავშირებით წაუკითხე
ლექსი ,, დარგე ხე “,საიდანაც ჩანს რომ ადამიანი რაც არ უნდა საქმიანობას ეწეოდეს მთავარია
უნდა დარგოს ხე.ბუნება რომ არ იყოს არ გვექნებოდა წყალი და ჰაერი,რაც აუცილებელია ადამიანის
სიცოცხლისათვის.ყოველი განადგურებული ხის ძირას უნდა ჩავრგოთ ახალი ხე.ამასთან დაკავშირებით
მოსწავლეებმა დარგეს რამდენიმე ხე სკოლის ეზოში.ყოველ დღე დიდი სიხარულითა და ხალისით
რწყავენ და უვლიან მათ მიერ დარგულ ხეს.
ჩემი აზრით მივაღწიე დასახულ მიზანს.მოსწავლეებს
ჩაუნერგე ბუნების სიყვარული.
\
No comments:
Post a Comment